Monday, June 18, 2012

იესოს


გული ატკინეს, ლახვარი ჩასცეს,
ტანჯეს, აწამეს, აკიდეს ჯვარი,
ისეთი მძიმე, როგორც  ცოდვები,
კაცობრიობის ტვირთი რომ არის,
ნატანჯ სხეულზე იხმარეს ძალა,
ჯვარზე გააკრეს, გაყარეს სული,
ზეცად ამაღლდა, უნეტარესი,
ჩვენ კი, შემოგვრჩა ხორცი და სული,
რომელსაც ვზიდავთ და გვიჭირს ძლიერ,
რადგან სუყველას გვამძიმებს სული...

ნათიას


ათელი ხარ მზის სხივივით,
ხალგაზრდა, როგორც მთვარე,
ორმეტ ვარსკვლავს შემოიკრებს
სევ შენი სილამაზე,
ლვისტანავ, გამიღიმე, წინ დაგიგებ ფიანდაზებს!

Saturday, June 16, 2012

შენ, აფხაზეთო



ფარდების მიღმა სულ სხვა ზღვა და გაზაფხულია,
სხვა ოკეანე გრძნობების და კაცურ სათქმელის,
სამურზაყანო ქართველისთვის უნაპიროა
და  ვეღარ უძლებს ეს სხეული ამდენ სატანჯველს...
სევდა ფარული სულში ისე მოგვრძალებია,
გულს ამოვიგლეჯთ  და სასწორის პინაზე დავდებთ...
შენ,აფხაზეთო,ძალზე მძიმე ყოფილხარ მაშინ
ქართველი კაცის სიყვარულს თუ არარად აქცევ.
ჩვენ და აფხაზებს ერთი ჯიში, ერთი მოდგმა გვაქვს,
ველურ ცხენების ერთ ყიჟინად ჩვენ სულებს ვაქცევთ,
შენ, აფხაზეთო, ძალზე მძიმე ყოფილხარ მართლა,
ქართველი კაცის სიყვარულს თუ არაფრად აგდებ.

Wednesday, June 13, 2012

ისე წავალ...


კვლავ მარტოობის ხაფანგში ვარ გამომწყვდეული,
რომ შევებრძოლო ამ ცხოვრებას,განა მაქვს ძალა?
საომრად მიწვევს შავ ამინდში ქარის წისქვილი,
დონ კიხოტივით ავმხედრდები ცხენზე და გავალ
ბრძოლის ველზე,თუ დავეცემი მუხლმოდრეკილი,
უკანასკნელი მოჰიკანის დავცემ ყიჟინას
და მხოლოდ შემდეგ,ცისარტყელას ნაზ ფერებში
გავირითმები და ისე წავალ...

დიდების გვირგვინს ვინ იდგამს თავზე?


ვინ იდგამს თავზე დიდების გვირგვინს?
ვინც პატივს არ სცემს დედას და მამას,
ვინც მლიქვნელობს და ზნედაცემული
არცხვენს წინაპრის დიდებულ საფლავს,
ვინც ანგარებით დას და ძმას ყიდის,
სიტყვით და საქმით ყელში სცემს დანას,
ვინც უსირცხვილოდ ტყუის და ცრუობს,
ქართველ ხალხს თვალში აფურთხებს თანაც,
ვინც ორპირობს და მეგობრის ღალატს
არაფრად აგდებს და ამით ზეობს,
ვინც ქართულ მიწის დაფხრეწილ მთა-ბარს
თამამად ყიდის, მერე კი-ქველობს,
ვინაც არ იცის სად გადის ზღვარი
ბოროტებას და სიკეთეს შორის,
სწორედ ისინი იდგამენ გვირგვინს
დიდების,ჩვენთან,ჩვენნაირთ შორის.

Friday, June 8, 2012

გაზაფხულის ანაბანა


ინთება მზე, ცარგვალი,
რწყინავს ოქროდ წყაროს თვალი,
აზაფხულის მოსვლას გვამცნობს,
არიალზე ხევის წყალი.
ქოს გვეტყვის ლურჯი მთები,
აზებს ცრემლი ედინება,
ამთარს წასვლა აღარ უნდა,
ოვლი წყლებად გვედინება.
ასამნის სუნი გვატკბობს,
ოხტად მოჩანს ცხვრების ფარა,
ამაზია გაზაფხული,
ოაქვს ციდან ღმერთის ძალა.
აბავს თვალებს ნაზი ია,
რთქლი ასდის ცვრიან ბალახს,
ეპლის საჭერ ბადით ხელში
რიამულობს ცელქი ანა.
ა ხმებია,რა ფერები,
ოსანი და ვარდი ყვავის,
ყესაც უკვე შველებია,
ცხვირპირო აღარ დადის
ორთხიალა დათუნია.
ორწილს მალე გადაიხდის,
ალღისა და წეროს გუნდი,
არყატი და ყანჩაც ხარობს
აშვს გალობა აღარ უღირს.
ოხის კალთას აიკეცავს,
ეროდენა ბიჭი გია,
მობილებთან ერთად უნდა
არაფებზე ინადიროს,
იუხებში აჰყვეს აღმართს,
ატაურა მთები ხიოს,
იხვებს რქები დაატეხოს,
ადიშს ცხენით ინაპიროს.

Thursday, June 7, 2012

ლოცვა შვილისთვის


მე, ღვთისმშობელო,მოგმართავ ლოცვით,
ვდგავარ ხატის წინ,ნათელბრწყინვალევ,
არ გთხოვ არაფერს ჩემი სულისთვის,
ამ ტანჯულ  ქვეყნის მესაიდუმლევ.
არც მონანიე კაცი ვარ სულით,
არც სამადლობელს შეგკადრებ, დედავ,
მინდა მოგანდო უბიწო სული,
ამ ქვეყანაში გაუხდი დედად.
ღირსეულს,ფაქიზს მიეცი ბედი,
გარშემო მყოფებს გულები სუფთა,
ახალგაზრდობა ნათელი, ქველი,
უბოროტო სულს სიმშვიდე უნდა.
სიბერეს მოაქვს მწუხარე დღენი,
გაუადვილე,არ ტანჯო სენით,
როს აღსასრული მოახლოვდება
მას მოუვლინე კეთილი გენი,
ცით ანგელოზი აღვლინდეს ფრენით.

Wednesday, June 6, 2012

წვიმა


თითქოს დამათვრეს წვიმის წვეთებმა,
მოქუფრულ ზეცას აწყდა ღილები,
ქოლგიან ქალაქს მივესალმები,
ნისლისფერ ქუჩებს ველამუნები.
გზას მიჭრის ლურჯი სვეტების ჯარი,
ცაში ცეკვავენ ხორუმს წვეთები,
ღიმილს იფენენ ფარდების მიღმა,
ტაძრებთან მდგარი პილიგრიმები.
წვიმიან ქალაქს მივასკდი სევდით,
გადავიჭიმე შუბლის ძარღვები,
ფიქრების გროვამ კვლავ გამახელა,
ჩემს გულს დუმილის ესმის აზრები.
წვიმამ გარეცხა გრძნობაც და ფიქრიც,
სუფთაა როგორც უმანკო ბავშვი,
ნაწვიმარ ქუჩებს მივყვები ახლა,
გრძნობებდამცხრალი მდუმარე ბავშვი.

პატარა სოფოს


ნისლისფერი ქედებია,
ნისლისფერი მთებია,
ჩემო ქალო, შენნაირი
ცაზე ვარსკვლავებია.
გიშრისფერი თვალები გაქვს,
თმები-ოქროს თავთავი,
ვარდისფერი ათინათი
მაგ შენს ტუჩებს დაჰხარის.
შენი სატრფო მთვარე არის,
მზეს იწუნებ ბუტია,
შენნაირი სხივთამფენი
მხოლოდ ბროლის ბურთია.
მთების იქით მთები არის,
ზღვების იქით ზღვებია,
ეს ქვეყანა, საყვარელო,
შენთვის მომირთმევია!

ჩემო ერთო, იმერეთო


ყაყაჩოთა ჯარი მოგვდეს,
ბორბლებს მიაქვთ ჩვენ გზები,
ჩქარა, ჩქარა მოგვძახიან
ოქროსფერი სათიბები.
აქეთ-იქით მწვანე მთები,
ჩანჩქერები, კლდე-პირები,
ყვირილა და რიონწყალი,
წყალწითელას ნაპირები,
მოვიჩქარი შენკენ, ერთო,
იმერეთო, ჩემო მხარე,
საზღაპრო და სალეგენდო,
სამოთხეს თუ შეგადარებ,
წინაპართა სისხლი ყივის,
ჩემო მზეო, ჩემო მთვარევ,
იმერეთო, ქვეყნის გულო,
შენს ამაყ მთებს ვენაცვალე!

Monday, June 4, 2012

რად მინდა ფუჭი დაპირება


რად მინდა ფუჭი დაპირება, ამაო არის,
არ მჯერა შენი და იმედი დავკარგე ხვალის,
მეზღაპრე იყავ, უცოდველი ზღაპრების გუდა,
მე კი-მსმენელი, დავისაჯო ამისთვის უნდა,
ოცნების ფერში გახვეულმა ზღაპრებში გდიე,
კონკიად ვიქეც და ნახშირში ნაცარი ვრიე,
ჯადოსნურ თხილებს დაეკარგა ფერი და ძალა,
ოქროს კოშკებს კი- ჩემს სიზმრებში ფანქრებით ვხატავ!

Friday, June 1, 2012

მინდა განმეორდეს ჩვენი პაემანი


მინდა განმეორდეს ჩვენი პაემანი

  თეთრი ყვავილებით შენკენ მოვდიოდი,
 ნაბიჯს დავითვლიდი, სუნთქვას შევიკრავდი,
 გულქვა ბედისწერას ხელში დავიჭერდი
 შუბლზე შემოწოლილ სევდას ავკინძავდი.
 ძალით გიღიმოდი, თვალში მზეს ვიდგამდი
 სულში ჩაკეტილი სივრცე კაეშანით.
 დრომ ეს მოგონება უკვე მიითვალა,
 მინდა განმეორდეს ჩვენი პაემანი.


      მარტოობა
  კაბის კალთაზე დამდნარ სანთელს, ნათენებ ღამეს,
  მე არ გამადლი,არ გაყვედრი,ხელახლა გიხმობ,
  ჩემი ცხოვრების აღმაშფოთო,რაინდო ღამის,
  მსურს დედამიწის მაჯისცემა ხელახლა ვიგრძნო...
  ნაჩუქარ ვარდებს,ძველი წიგნის ყდებში გაჩრილებს,
  ნაჩუქარ ფიქრებს,დრომ და ჟამმა რომ არ გაცვითა,
  ქარს გამოვატან,იქნებ მოჰკრა თვალი როდისმე,
  მანამდე გული,ამ გრძნობებმა თუ არ დაფლითა,
  გამოჩნდე ისევ,დაგინახო,ხელახლა გიგრძნო,
  ეს სიყვარული დრომ სივრცეში ჯერ არ გახიზნა...
  მოგონებების უსასრულო მორევში ჩაფლულს,
  კვლავ მარტოობის ცივმა ქარმა თვალი ჩამიკრა.