Saturday, June 16, 2012

შენ, აფხაზეთო



ფარდების მიღმა სულ სხვა ზღვა და გაზაფხულია,
სხვა ოკეანე გრძნობების და კაცურ სათქმელის,
სამურზაყანო ქართველისთვის უნაპიროა
და  ვეღარ უძლებს ეს სხეული ამდენ სატანჯველს...
სევდა ფარული სულში ისე მოგვრძალებია,
გულს ამოვიგლეჯთ  და სასწორის პინაზე დავდებთ...
შენ,აფხაზეთო,ძალზე მძიმე ყოფილხარ მაშინ
ქართველი კაცის სიყვარულს თუ არარად აქცევ.
ჩვენ და აფხაზებს ერთი ჯიში, ერთი მოდგმა გვაქვს,
ველურ ცხენების ერთ ყიჟინად ჩვენ სულებს ვაქცევთ,
შენ, აფხაზეთო, ძალზე მძიმე ყოფილხარ მართლა,
ქართველი კაცის სიყვარულს თუ არაფრად აგდებ.

No comments:

Post a Comment